Copy

"ფიფლ ინ ნიდ" საქართველო   
საინფორმაციო ბიულეტენი
გამოცემა #10 - დეკემბერი
2020 |
www.peopleinneed.cz
"ფიფლ ინ ნიდ" საქართველოს  წარმომადგენლობის
დირექტორის წერილი
ახლა, როცა 2020 წელი დასასრულს უახლოვდება, ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ გუნდი კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს იმ გამოწვევებსა და მიღწევებს, რომლებიც თან ახლდა ამ უჩვეულო წელიწადს. COVID-19-ის გავლენა ჯერ კიდევ მძაფრად იგრძნობა ქვეყნის მასშტაბით,  ათასობით ოჯახი მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა, ვაცნობიერებთ, თუ რა სერიოზულ გავლენას ახდენს დაწესებული  შეზღუდვები ოჯახების საარსებო წყაროებზე, განათლებისა  და დამხმარე სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
ვამაყობ, რომ „ფიფლ ინ ნიდ“-მა წარმატებით შეძლო მიმდინარე პროექტების იმ თემების ცვალებად საჭიროებებზე ადაპტირება, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ ვეხმარებით სოფლად მოქმედ ბიზნესებს და ხელს ვუწყობთ მათი მდგრადობის გაზრდას ისეთი შოკებისა და სტრესების მიმართ, როგორიცაა პანდემია. ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ ასევე დავიწყეთ ხუთ ქვეყანაზე გათვლილი ახალი პროექტი - COVID-19 სოლიდარობის პროგრამა, რამაც საშუალება მოგვცა მოგვეცვა საქართველოს მეტი რეგიონი და გამოცდილ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად გვეპასუხა ქალთა უფლებების,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ისევე როგორც ციფრული განათლების და სამართლებრივი დახმარების, მიმართულებით წარმოქმნილ საჭიროებებზე. 
გარდა ამისა, ჩვენ მიერ დაწყებული ორი ახალი პროექტი შეისწავლის, თუ როგორ აფერხებს საბანკო კრედიტების და შრომითი უფლებების ექსპლუატაციის მხრივ არსებული პრობლემები ქვეყნის განვითარებას და რა ფორმით შეუძლია PIN–ს არსებითი ცვლილებების წახალისება. ამავდროულად, ჩვენ დავასრულეთ ჩვენი ამბიციური სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის - დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბიულეტენში!
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ კოლეგას იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს ამ მძიმე პირობებში. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს დონორებსა და პარტნიორებს მოცემული შესაძლებლობისთვის, განსაკუთრებით კი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, USAID-ს, ევროკავშირს, SlovakAid-სა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP).

 
 გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ
2021 წელს!

 
დიონ ბატერსბი
„ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
Dion.battersby@peopleinneed.cz
www.pin.ge

ერთობლივი ძალისხმევა COVID-19 კრიზისის წინააღმდეგ

მიმდინარე წელი ყველასათვის რთული აღმოჩნდა. იმ ფონზე, როცა COVID-19 პანდემია კვლავ მძვინვარებს მსოფლიოს მასშტაბით, „ფიფლ ინ ნიდ“ განაგრძობს ჯანდაცვის სექტორის მიღმა დარჩენილი ყველაზე დაუცველი თემების მხარდაჭერას სხვადასხვა ქვეყანაში, დაწყებული სირიით, სადაც დევნილებს საკვები და ჰიგიენური საშუალებებით ვამარაგებთ, დამთავრებული მაიანმარით, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებს წყლის ფილტრებს ვაწვდით. საქართველოში, „ფიფლ ინ ნიდ“-მა დამცავი აღჭურვილობა (PPE) გადასცა სახელმწიფო დაწესებულებებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ორიენტირებული არიან სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საკონტროლო პროგრამების განხორციელებასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკურ საქმიანობაზე.  შეიტყვეთ მეტი მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ

ინკლუზიური მხარდაჭერა COVID-19 საპასუხოდ
როგორც დიონ ბატერსბიმ, „ფიფლ ინ ნიდ“-ის მისიის დირექტორმა აღნიშნა, „ევროპული გამოცდილება ხაზს უსვამს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მნიშვნელობას და აჩვენებს, რომ დაწესებულებათა მაცხოვრებლები ყველაზე მეტად დაუცველნი არიან Covid-19-ის მიმართ.” ამ გარემოების გათვალისწინებით, „ფიფლ ინ ნიდ“-მა, Slovak Aid–ის ფინანსური დახმარებითა და ATIP ფონდთან თანამშრომლობით, დამცავი აღჭურვილობა გადასცა ძევრში, დუშეთსა და მარტყოფში მოქმედ დაწესებულებებს, სადაც განსაკუთრებით მაღალია იქ მცხოვრებ ბენეფიციარებსა და პერსონალს შორის კორონავირუსის გავრცელების რისკი. COVID-19-ის საპასუხოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დამცავი აღჭურვილობის გადაცემა უზრუნველყოფს პანდემიის პერიოდში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების სრულად გათვალისწინებას.

PIN-ის საახალწლო საჩუქრები კლინიკის "ლჯ და კომპანია" სამედიცინო პერსონალს
ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ფიფლ ინ ნიდ” და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ პროექტის “მეფუტკრეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" COVID-19 პროფილით მომუშავე კლინიკის "ლჯ და კომპანია" მედ-პერსონალს საჩუქრად, პროექტის ბენეფიციარი მეფუტკრეების წარმოებულ ქართულ თაფლი გადასცა.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ორგანიზაციისთვის, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა მადლიერება გამოვხატოთ იმ სამედიცინო პერსონალის მიმართ რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა დაუღალავად იღწვიან ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა სიმბოლური საჩუქრის სახით ქართული თაფლი გადაგვეცა კლინიკის „ლჯ და კომპანია“ მედიკოსებზე და გამოგვეხატა უდიდესი მადლიერება და პატივისცემა გაწეული შრომისათვის, რომელსაც ნამდვილად ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება.” მაკა ცერცვაძე, ორგანიზაცია People in Need (PIN)

თავის მხრივ მედიკოსებმაც გამოთქვეს მადლიერება ყურადღებისა და პატივისცემისათვის და იმედი რომ ერთმანეთის გვერდში დგომით და პატივისცემით აუცილებლად გავიმარჯვებთ COVID-19 პანდემიაზე.

პროექტი „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“, ორგანიზაცია PIN-ის მიერ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოში თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების ხარისხისა და წარმოების ზრდის ხელშეწყობაა.
რეპორტაჟი

COVID-19-ისგან მუდმივი დაცვა
 
ხელების რეგულარული დაბანა და ნიღბის ტარება COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად სიფრთხილის ძირითადი ზომაა. მაგრამ იცით თუ არა ყველა ის აუცილებელი რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ COVID-19-სგან თავის დასაცავად რესტორნებსა და სასტუმროებში? არაგვის ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა ახლახან გამოაქვეყნა 2 ინფორმაციული მოკლე ვიდეო, რომლებიც გაგაცნობთ რესტორნებსა და სასტუმროებში უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომას.  

ერთად გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ
დღესდღეობით, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ საზოგადოებაში არსებული ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. COVID-19 ლოქდაუნის პერიოდში, მსოფლიოს მასშტაბით ოჯახური ძალადობის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ერთად დგომა ქალთა უფლებების სადარაჯოზე.  ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  „ფიფლ ინ ნიდ“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან გლობალურ კამპანიაში ჩაერთო. დეტალურად

#Orangetheworld #GenerationEquality

 
კარგი მიზეზი აღსანიშნავად!
გსურთ გაეცნოთ ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირველ შედეგებს? „ფიფლ ინ ნიდ“-მა მხარი დაუჭირა ინოვაციური განათლების ფონდსა და სოციალური პროგრამების ფონდს - ორ გამორჩეულ სსო-ს, რომლებიც განახორციელებენ ინიციატივებს პროფესიულ განათლებასა და იურიდიულ დახმარებაზე წვდომის ასამაღლებლად. ამ ორი ახალი პერსპექტიული ინიციატივის დაწყების აღსანიშნავად, „ფიფლ ინ ნიდ“-მა თბილისში საგანგებო ცერემონია გამართა. ადევნეთ თვალი საგრანტო კონკურსის შემდეგ რაუნდს!


ერთად წყალტუბოს განვითარებისთვის!

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი უპრეცედენტო სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა, წყალტუბოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა წარმატებით შეძლო შემდეგი ამოცანების  შესრულება:

  • საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება COVID-19 პანდემიის რისკების შემსამცირებლად
  • 14 მცირე ბიზნესის, 5 საჯარო და 1 სათემო ინიციატივის მხარდაჭერა
  • გრანტის მოპოვება ახალგაზრდული სემინარების ჩასატარებლად
  • წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების სტარტეგიის შემუშავება (LDS)
  • ადგილობრივი აქტივებისა და განვითარების პოტენციალის, ეკონომიკური გამოწვევებისა და COVID-19–ის გავლენის შესახებ კვლევის მხარდაჭერა. კვლევის შედეგები იხილეთ აქ

ერთიანი ძალისხმევით, 2021 წელს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია! არ გამოგრჩეთ შემდეგი საგრანტო კონკურსი, რომელიც მარტში გაიმართება. ასევე მარტში ჩატარდება გენერალური ასამბლეა, ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მედიაწიგნიერების სემინარები კი იანვარში დაიწყება!
 

გვადევნეთ თვალი და დაელოდეთ  კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ამბებს წყალტუბოდან!

ერთობლივი გადაწყვეტილებები და ერთობლივი ზრდა
წყალტუბოსა და არაგვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები აქტიურად იყვნენ ჩართული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ახალი დოკუმენტების შემუშავებაში. შედეგად, სხვა მიზნების პარალელურად, ამ ორ რეგიონში ყურადღება გამახვილდება მძლავრი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებაზე, სოციალური და სათემო სერვისების გაუმჯობესებაზე, პოზიტიური გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვაზე. თუკი გსურთ დეტალურად გაეცნოთ განვითარების სტრატეგიებს, ეწვიეთ შესაბამის ბმულს.
წყალტუბოს განვითარების სტრატეგია
არაგვის  განვითარების სტრატეგია

თანამედროვე ეკო-მეგობრული ტექნოლოგიები ფშავ-ხევსურეთისთვის
SlovakAid-ის დახმარებით ფიფლ ინ ნიდ-მა გუდამაყარში, პირაქეთა ხევსურეთსა და ფშავში ტურისტულ ბიზნესებს თანამედროვე ეკო - გამწმენდი ნაგებობები შეუძინა.
ეს ეკო-მეგობრული ტექნოლოგია სრულად წმენდს ჩამდინარე წყლებს და უზრუნველყოფს გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან. 
იმედი გავქვს რომ მომავალშიც ტურიზმის განვითარბასთან ერთად, ბევრი სხვა ობიექტიც დაინტერესდება ამ ტექნოლოგიებით და ერთად ჩვენ დავიცავთ და შევინარჩუნებთ ჩვენს გარემოს.

აღმოაჩინეთ თქვენი ფესვები გუდამაყრისა და ჩირდილის საოცნებო მთებში
გაიცანით გრიშა არაბული გუდამაყრიდან და ლუკა ბექაური ჩირდილიდან - ორი მეწარმე ბიზნესის განვითარების მსგავსი შთამაგონებელი ისტორიით.  ეკო-ტურიზმში ინვესტირებითა და საცხოვრებელი სახლის საოჯახო ტიპის სასტუმროდ გადაკეთებით, მათ შეძლეს გაეცოცხლებინათ გუდამაყრისა და ჩირდილის ფარული პოტენციალი. CZDA–სთან თანამშრომლობით, „ფიფლ ინ ნიდ“-მა მხარი დაუჭირა მათ ინიციატივას და ხელი შეუწყო ოცნების რეალიზებას. თუ გსურთ შეიტყოთ მეტი მთიანი დასახლებების დეპოპულაციის წინააღმდეგ მიმართული ამ შესანიშნავი შესაძლებლობის შესახებ, უყურეთ ვიდეოსა და გაეცანით ლუკასა და გრიშას შთამაგონებელ ამბავს.

გაეცანით LAG-ის ახალ ვებ-გვერდებს!
იცით თუ არა, სად უნდა მოიძიოთ უახლესი ინფორმაცია წყალტუბოსა და არაგვის რეგიონების შესახებ? აღარ დაგჭირდებათ ძებნა! „ფიფლ ინ ნიდ“-მა 2 ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ვებგვერდი შექმნა, მნიშვნელოვანი სიახლეებით წყალტუბოსა და არაგვის მუნიციპალიტეტების განვითარების შესახებ. თუკი ჯერ კიდევ არ გინახავთ ვებგვერდები, ნუ დაკარგავთ დროს!


www.Tskaltubolag.ge
www.aragvilag.ge

ჩაის, თაფლის და ყველის ფესტივალი
წარმოიდგინეთ მზიანი დღე. ნატურალური თაფლითა და ჩაის ფინჯნით ხელში, თქვენ აგემოვნებთ საუკეთესო ხარისხის ყველს მეგობრებისა და ცოცხალი მუსიკის გარემოცვაში. სწორედ ასეთი იყო გარემო ჩაის, თაფლისა და ყველის ფესტივალზე, რომელიც PIN-ისა და კავშირი-ასოციაციის "აგორა" ორგანიზებით თბილისში, მთაწმინდის პარკში, 6 სექტემბერს გაიმართა. ფესტივალმა წარმატებით გააღვივა ადგილობრივი საშუალო და მცირე მეწარმეების ინტერესი უნიკალური ქართული პროდუქტების მიმართ. „ფიფლ ინ ნიდ“ და კავშირი-ასოციაცია „აგორა“ მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოში მეფუტკრეობის პოპულარიზაციას და ამ მხრივ არსებული პოტენციალის სრულად ათვისებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. რეპორტაჟი

სასწავლო ვიდეო დამწყები მეფუტკრეებისათვის

თუ ხარ დამწყები მეფუტკრე და გინდა იცოდე მეტი ამ დარგის შესახებ. ჩვენი ახალი გრაფიკული ვიდეო სწორედ ის არის რაც თქვენ გჭირდებათ!
 
სახლი იქ არის, სადაც საქართველოა
 
გაიცანით გიორგი და ირაკლი, უცხოეთში მცხოვრები 2 ქართველი, რომლებსაც საქართველოში დაბრუნების მეორე შანსი გაუჩნდათ. სხვა მრავალი ემიგრანტის მსგავსად, გიორგიმ და ირაკლიმ მონაწილეობა მიიღეს „ფიფ ინ ნიდ“-ისა და საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისის ერთობლივ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური რეინტეგრაციის მხარდაჭერას დასაქმების ხელშეწყობისა და ახალი ბიზნეს წამოწყების  გზით. მოდით, ვიდეობის საშუალებით მოვუსმინოთ გიორგისა და ირაკლის საინტერესო ამბავს:
 
საქართველოში სავალო კრიზისის ჩეხური გადაწყვეტა
გქონიათ ოდესმე საბანკო სესხი? გსურთ უკეთ გაერკვეთ ამ საკითხში? „ფიფლ ინ ნიდ“-მა და GeoWel Research-მა ახლახან დაიწყეს საინტერესო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საბანკო ვალდებულებებისა და არაკეთლისინდისიერი საკრედიტო პრაქტიკის მხრივ საქართველოში არსებული პრობლემების შესწავლას. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აქტორების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ დავალიანების მქონე ოჯახებისთვის პირდაპირი დახმარების გაწევა,  საკითხის ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და შედეგად, პოლიტიკის გარემოს გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

დავიწყოთ საუბარი საბანკო ვალების შესახებ
ხშირად მივიწყებული საკითხის - სავალო კრიზისის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივების მიზნით, „ფიფლ ინ ნიდ“-მა და GeoWel Research– მა 3 დაგეგმილი ვებინარის სერიიდან პირველი შეხვედრა მოაწყო.  ვებინარის ფარგლებში, GeoWel–მა საკრედიტო გარემოს შესახებ მის მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები წარმოადგინა,  PIN–ის ჩეხმა ექსპერტმა კი სავალო კრიზისის დასაძლევად ჩეხეთის მიერ გამოყენებული საუკეთესო პრაქტიკისა და წარმატების ისტორიის შესახებ ისაუბრა.
ვებინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო  ინტერაქტიულ ღია დისკუსიას ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რომლებმაც ისაუბრეს საკრედიტო ვალდებულებების მხრივ არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ. 
 
დავიცვათ დემოკრატია დეზინფორმაციისგან!
დემოკრატიის ქვაკუთხედი სანდო და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებაა. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ მოქალაქეები ინფორმირებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. რა ხდება მაშინ, როდესაც აღნიშნულ პროცესს საფრთხე ემუქრება? ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის ზრდა ძირს უთხრის დემოკრატიას. ამ ტენდენციის საწინააღმდეგოდ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით,  „ფიფლ ინ ნიდ“-მა 2020 წელს დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ახალი ინიციატივა დაიწყო. პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შესაძლებლობების ამაღლება იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, ისევე როგორც, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების სწავლების ხელშეწყობა.

ინვესტიცია მომავალი თაობის მედია წიგნიერებაში
 
„დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა”, - აღნიშნავს გიორგი ჯანგიანი, კონსორციუმის მენეჯერი, ”მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობას ადეკვატური წვდომა ჰქონდეს მედია წიგნიერების ციფრულ უნარებსა და საშუალებებზე”. პროექტის „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ ფარგლებში, PIN–მა თბილისში ინტერაქტიული შეხვედრა გამართა იმ დოკუმენტური ფილმების შესარჩევად, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაწიგნიერების ამაღლებას. შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები, საჯარო სამსახურის თანამშრომლები, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. მონაწილეებმა ერთობლივად განიხილეს, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი  მედიაწიგნიერების მასალების ქართულ რეალობაზე მორგება.
 
 
იმღერეთ ჩვენთან ერთად!
წინასწარ  გიხდით ბოდიშს, თუკი ჩვენი სიმღერა „აგეკვიატებათ“ მთელი დღის (ან კვირის!) მანძილზე, რა თქმა უნდა, ჩვენც იგივე დაგვემართა.  „ფიფლ ინ ნიდ“-ის ფილიპინების ოფისმა გაიმარჯვა PIN- ის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში ლამაზი სიმღერით "PIN-ს სინათლე მოაქვს". გააზიარე სიყვარული და მოუსმინე სადებიუტო სიმღერას, რომელსაც თან ახლავს ფილიპინების სილამაზის ამსახველი მხიარული ვიდეოკლიპი. იმედია, ბევრი საინტერესო რამ ჯერ კიდევ წინ გველის!
მადლობა ჩვენს დონორებს და პარტნიორებს

Copyright © *|2020|* *|PEOPLE IN NEED*, All rights reserved.


Click here to
UNSUBSCRIBE